V კლასი
როდესაც ამ პროექტს გავეცანით, სურვილი გაგვიჩნდა, რომ მონაწილეობა მიგვეღო,
გავერთიანდით ერთ ჯგუფად. შევაგროვეთ რეცეპტები, შევადგინეთ კითხვები და ავიღეთ
ინტერვიუები ჩვენზე უფროსებისაგან. ამით დავადგინეთ რომ თურმე ხაჭაპური ყველას
უყვარს მისი სახელწოდება ხაჭო და პურისაგან წარმოსდგება. საქართველოში ხაჭაპურს
ყველა კუთხეში თავისებურად აცხობენ. ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეცხო იმერული
და მესხური ხაჭაპური.
იმერული ხაჭაპური წრის ფორმისაა. მას გამოცხობის წინ დანით ნაჭდევებს უკეთებენ
რაც მზის სხივებთან ასოცირდება. ეს დაკავშირებულია ასტრალურ რწმენა-წარმოდგენასთან.
წრიული ფორმა მზის სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. იგი პურია თუმცა რიტუალური,
რადგან მას დღესასწაულებზე აცხობენ.
ჩვენმა ჯგუფმა გამოაცხო იმერული და მესხური ხაჭაპური. გთავაზობთ მათ რეცეპტებს:
იმერული ხაჭაპური: 5 ხაჭაპურის ცომისთვის საჭიროა 1კგ250გ ფქვილი, 825გ წყალი,დროჟი
1ჩ\კ მარილი 25გ.
ყველი 1კგ. ოდნავ მარილიანი.
გაღვივებულ ცომში ჩავდოთ ყველი და გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ჰაერღუმელში.
გამომცხვარს ზემოდან წაუსვათ ერბო.
მესხური ხაჭაპური: ჩვეულებრივი ცომი გავაბრტყელოთ თხლად და ზედ გავშალოთ დაფხ-
ვნილი ყველი, დავახვიოთ მილისებურად, შემდეგ წრიულად დავახვიოთ
და გავაბრტყელოთ ტაფის ფორმაზე, დავდოთ ერბოიან ტაფაზე, მოუს-
ვათ ზევიდან კვერცხი, შევდოთ ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ საშუა-
ლო ცეცხლზე.
воскресенье, 26 апреля 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)